Monday, July 3, 2017

დღე 9

დღეს  გავეცანით   მოდულ 6-ს,  დაგეგმვა  მოსწავლეთა  წარმატებისთვის და  ინტელის  ძირითადი  კურსის  სეფასებას.

აი,  მოვრჩით  ცხრადღიანი  პროექტი.  ისე  საინტერესოდ  და  ეფექტიანად  გადმოგვეცი   მასალა, რომ  დიდი  ინტერესით  ჩავერთე.  და  სამომავლოდ  შევქმენი  პროექტი  თამარ  მეფეზე. მისაბაძი  ტრენერი  ბრძანდებით.  გისურვებთ  წინსვლას  და  მომავალ  ბედნიერებას.  

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Tuesday, June 27, 2017

გავეცანით  დაგეგმვას  მოსწავლეთა  წარმატებისთვის,  ფასილიტაცია  ტექნოლოგიების  გამოყენებით,  მასწავლებელი,  როგორც  ფასილიტატორი. მოგვცა  საშინაო  დავალება.

Wednesday, June 21, 2017

დღე მე-5

       
დღე  იყო  საინტერესო  და  საქმიანი.  ერთი  სიტყვით  ვიზრდებით.  მადლობთ . 

Saturday, June 17, 2017

დღე 4

ტრენინგის  მე-4  დღეს  ვისწავლეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები,  თუ  როგორ  განვსაზღვროთ  მოსწავლეთა  საჭიროებების  დასადგენად  შეფასებები,  ტექნოლოგიების  გამოყენებასათან  დაკავშირებული  სამართებლივი  და  ეთიკური  პრაქტიკის  მოდელირება  და  სწავლება,  ინტერნეტის  გამოყენება  კვლევისთვის,  ინტერნეტკავშირი  მსოფლიოსთან,  ინტერნეტ  თანამშრომლობითი  სასწავლო  რესურსების  გამოყენება.

საინტერესო  და  სახალისო იყო  ჩემი  ნამღერის  მუსიკალურად  გაფორმება.  კიდევ  მადლობა.

Friday, June 16, 2017

დღე 3

დღევანდელი  4  საათი  ძალიან  საინტერესო  იყო,  რადგან  ჩვენი  მომავალი  პროექტი-გაკვეთილი   ამ   ცოდნაზე  და  მასალაზეა   დაფუძნებული. მეტად  საინტერესოდ  და საფუძვლიანად  გვიხსნის  ჩვენი  ტრენერი-დიმიტრი.  მადლობა  მას.

Sunday, June 11, 2017

დღე მეორე

მეტად  საინტერესო  და  ბევრის  მომცემი  იყო  ტრენინგის  მეორე  დღე,  რადგან  პროექტების  გარეშე  დღევანდელ  სასკოლო  ცხოვრებაში  შეულებელია  მუშაობა.  ვისწავლეთ  პუბლიკაციების  მომზადება პროექტებით  სწავლების  თემაზე, ასევე  ყველაფერი  ის  რაც  ბლოგის  შექმნას  ეხება, სადაც   შევზლებ  პროექტების  განხორციელებას. დიდი  მადლობა.

მე და პროექტი

მე  ვფიქრობ,  უკეთესია  ჩემი  პროექტი   მოვარგო  ჩემი  კლასის  მოუსვენარ   და   ცელქ  ბიჭებს,  რომლებიც  დამეხმარებიან პროექტის  განხორციელებაში.